კომენტარი
ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ, დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად გაზის გარეშე - გია ვოლსკი
ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ შევაჩეროთ ხელშეკრულება და დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად, გაზის გარეშე, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ გაზპრომთან მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით დებატების გამართვის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე კომენტირებისას.
„არსებობს ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სურათი მკაფიოა. ჩვენი ოპონენტები მოითხოვენ შევაჩეროთ ხელშეკრულება და დავტოვოთ ქვეყანა სატრანზიტო გადასახადისა და ფაქტობრივად, გაზის გარეშე“, - განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პარლამენტში მივიდეს, გია ვოლსკის თქმით, აღნიშნული საკითხი რეგლამენტის მიხედვით იქნება გადაწყვეტილი.
ცნობისათვის: საპარლამენტო უმცირესობა „გაზპრომის“ თემასთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატების გამართვას საგაზაფხულო სესიის პირველივე დღეს, 8 თებერვალს მოითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, სერგო რატიანის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება პარლამენტში დღეს დაარეგისტრირეს.
ნინო ექვთიმიშვილ
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


