კომენტარი
ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მინუსი იყო ის, რომ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე - კახა კალაძე
ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
"არ მინახავს დასკვნა, ან რაზე დაყრდნობით აქვს გაკეთებული, არც ის ვიცი, ამიტომ გამიჭირდება შეფასების გაკეთება. ზოგადად, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენი გუნდის, მთავრობის ერთ-ერთი მინუსი ასევე იყო ის, რომ ჩვენ შესაბამისად ვერ მიგვქონდა ინფორმაცია მოსახლეობამდე, არ იყო ისეთი კომუნიკაცია, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია გაკეთებულ თუ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით. ამის პრობლემა იდგა. შესაბამისად, გამიჭირდება შეფასების გაკეთება, რადგან არ ვიცი, რაზე დაყრდნობითაა ეს კვლევა გაკეთებული, რა ციფრებია მოცემული და ა.შ. ", - განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის თანახმად, საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა და მათი ანაზღაურების ოდენობა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


