უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

1 დეკემბერი, 2018 13:10
font-size

ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები - გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ხვალინდელ აქციას დაესწრება.

აქციასთან დაკავშირებით საკუთარ და პარტიის პოზიციას უგულავა სოციალურ ქსელში განმარტავს.

“მეგობრებო, მინდა ჩემი პირადი სახელით განმარტება გავაკეთო. ჩვენი პარტია არაა აქციის ორგანიზატორი. ორგანიზატორობა სხვადასხვა ტიპის მოვალეობებს და ურთიერთობებს გულისხმობს პარტიებს შორის. მიმაჩნია, რომ ხალხისთვის ამ ეტაპზე ეს ასპექტი არაარსებითია. ამიტომ ამაზე არ დავკონკრეტდები. მთავარია, პარლამენტის პროპორციული არჩევნები. ჩვენ ყველა აქცია, როგორც ზეწოლის ფორმა, დისკუსიის ფორმატები (მათ შორის უმრავლესობასთან, რადგან გადაწყვეტილება მათი მისაღებია), საერთაშორისო ბერკეტები უნდა გამოვიყენოთ ამ მიზნისთვის. ამას ნიშნავს სწორედ, რომ ჩვენ ვართ კვირას დაგეგმილი აქციის მიმართ სოლიდარულები. მე პირადად ამ აქციაში ამ სულისკვეთებას ვხედავ. აქციებზე ყოველთვის გაისმის გვერდითი იდეები, არასწორი და ხშირად მიუღებელი განცხადებები. ეს თანმდევი პროცესია. ასეთი რამ ცხადია უნდა გავაპროტესტოთ, მაგრამ მთავარი თემიდან ფოკუსი არ უნდა გადავიტანოთ. პროპორციული საპარლამენტო არჩევნების გარშემო უნდა გავერთიანდეთ, სხვა თემებზე ცხადია გვექნება განსხვავებული პოზიციები. აქ „ევროპული საქართველოს“, როგორც საპარლამენტო უმცირესობის, როლი განსაკუთრებულია. ამიტომ მე მივდივარ კვირის აქციაზე“, - აცხადებს უგულავა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი