კომენტარი
ჩვენ უნდა შევძლოთ სუფთა ფურცლიდან დალაპარაკება რუსეთთან - ლალი მოროშკინა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოსთვის“ თავმჯდომარე, ლალი მოროშკინა მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის „რეალურად, სახალხო დიპლომატია აღდგენილია“.
როგორც მოროშკინამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დროა ქვეყანამ სხვა ნაბიჯები გადადგას.
ლალი მოროშკინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„მე ერთი თვით მივემგზავრები მოსკოვში. მოგეხსენებათ, იქ ჩემი წიგნი დაიბეჭდა და მე ხშირად მიწევს ჩასვლა მკითხველთან შესახვედრად. ჩათვალეთ, რომ ესეც არის სახალხო დიპლომატიის ერთი ნაწილი. ტრამპი ესტუმრება რუსეთს, საფრანგეთი ირჩევს პრორუს პრეზიდენტს, მსოფლიო გადალაგდა, ერდოღანი მოკავშირედ თვლის პუტინს და საქართველო ამ დროს დგას საშიშროების წინაშე, რომ კიდევ უფრო მეტი რამ დაკარგოს, იმიტომ, რომ დიალოგი გაწყვეტილია. ჩვენ უნდა შევძლოთ სუფთა ფურცლიდან დალაპარაკება რუსეთთან, თუნდაც იმისთვის, რომ სააკაშვილის შეცდომები გამოვასწოროთ და სტატუს-კვო დავიბრუნოთ, რაც შესაძლებელია მხოლოდ მოლაპარაკების გზით. გადავსებულია თვითმფრინავები, ასევე მილიონობით ტურისტი შემოდის რუსეთიდან. მოვრჩეთ ამ სირაქლემურ პოზიციაში ყოფნას, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები. მითუმეტეს მაშინ, როცა ლავროვისა და პუტინისგან ეს მესიჯები წამოსულია", - განაცხადა მოროშკინამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


