უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

27 ნოემბერი, 2018 12:20
font-size

ჩვენ წესად გვაქვს აღებული, რომ არ ვეუბნებით კომპანიებს, რამდენი უნდა ვაპატიოთ - ივანე მაჭავარიანი

ვერც ერთ კომპანიას ვერ დამისახელებთ, ვისაც ჩვენ საგადასახადო შეთანხმებას ვუკეთებთ და ჩვენ ვეუბნებოდით ციფრებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა " ომეგა ჯგუფის" თემაზე საუბრისას განუცხადა.

"როდესაც მიგვაჩნია, რომ არ არის საკმარისი თანხა, ჩვენ ვეუბნებით კომპანიას - წაბრძანდით, გადახედეთ და ბევრი შემთხვევა ყოფილა, რომ კომპანიები მობრუნებულან ახალი, უფრო კარგი შეთავაზებით ბიუჯეტისთვის და ჩვენ დავთანხმებულვართ. ჩვენ წესად გვაქვს აღებული, რომ არ ვეუბნებით კომპანიებს, რამდენი უნდა ვაპატიოთ, თუმცა ჩვენ ვეუბნებით, თუკი თანხა მიუღებელია. ეს საუბარი იყო სწორედ და ამას ვცდილობდი ზუსტად, "ომეგასთვის" გამეგებინებინა, რომ აქვს პერსპექტივა თქვენს შემოთავაზებას, რომ წავიდეთ საგადასახადო შეთანხმებით. ოღონდ ეს უნდა იყოს საღ აზრთან ახლოს. ამას ვეუბნებოდი მანამდეც შეხვედრაზე, ჩაწერითაც და ჩაწერის გარეშეც. ამას ვეუბნები დღესაც“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

,,ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელობაზე საუბრისას, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ,,ერთ-ერთ გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს საგადასახადო შეთანხმება, რომლითაც ისინი თვითონ მოვიდნენ.“

მისივე თქმით, საგადასახადო შეთანხმება ფორმდება ათეულ კომპანიასთან.

"ჩვენ ალბათ ყოველთვიურად რამდენიმე ათეულ, ასეულთან თუ არა, კომპანიასთან ვაფორმებთ საგადასახადო შეთანხმებას და როგორც წესი, საურავებს ვპატიობთ და ზოგ შემთხვევაში ძირსაც ვუმცირებთ. ზუსტად ის, რომ არც ადრე, როდესაც "ომეგას " თემა გააქტიურდა, არც ახლა ეს თემა არაა პოლიტიკური, ადასტურებს, რომ მიუხედავად ამდენი სიბინძურის, ამდენი ტყუილისა, ჩვენ მაინც შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს. ზუსტად ვიცოდი, რომ გვწერდნენ, მაგაში ეჭვი არავის ეპარებოდა. ზუსტად ვეუბნებოდით, რომ კი ბატონო საურავის ჩამოწერის შანსი მაღალია, ძირზეც შეიძლება ვისაუბროთ, ოღონდ არა იმ დოზით და არა იმ რაოდენობით, რომ 50 მილიონიდან 40 მაჩუქე და 10 დამიტოვეთ, ამიტომ ვთხოვეთ, გადახედათ გრაფიკისთვის და ხელახლა მოსულიყვნენ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი