კომენტარი
ჩვენ ცალსახად გარანტები ვართ იმისი, რომ სიტყვის თავისუფლებას ხელი არ უნდა შეეშალოს - დიმიტრი ცქიტიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი ტელეკომპანია ,,იბერიის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, არ უნდა მოხდეს ფინანსური პასუხისმგებლობისა და მედიის თავისუფლების ცნებების ერთმანეთში არევა.
,,არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება საკითხის ასე დაყენება. მე არ ვიცი, კონკრეტულად რას უკავშირდება ეს განცხადება და რა ფინანსური პრობლემებია კონკრეტულად კომპანიაში, მაგრამ კომპანია თავისთავად ცალკე იურიდიული პირია, რომელსაც აქვს თავისი ფინანსური და იურიდიული პასუხისმგებლობები, რომლებიც უნდა იყოს ძალიან გამართული და დალაგდებული.
რაც შეეხება ტელეკომპანიას, ეს სიტყვის თავისუფლების კონტექსტში შედის და აქ ჩვენ ცალსახად გარანტები ვართ იმისი, რომ სიტყვის თავისუფლებას ხელი არ უნდა შეეშალოს. ამიტომ, არ უნდა დავუკავშიროთ ეს ორი ცნება. ფინანსური პასუხისმგებლობა ცალკე თემაა.
მე გამოვრიცხავ ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლას. თუ ბაზარზე არის გარკვეული უსამართლობის განცდა და დემპინგური მდგომარეობა, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, შესაბამისმა სტრუქტურამ, ეს არის კონკურენციის სააგენტო, უნდა გასცეს ამას პასუხი“, - აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი.
ცნობისთვის, „იბერიამ “ დღეს საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ ტელეკომპანიას გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო.
კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


