მსოფლიო
ჩვენ მსოფლიო პოლიტიკის აქტიური მონაწილე უნდა ვიყოთ - დონალდ ტრამპის მიმართვა კონგრესისადმი
ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრმპმა კონგრესს მიმართა.
ტრადიციულად, ამერიკის ახლადარჩეული პრეზიდენტი, თებერვლის ბოლოს, კონგრესს მიმართავს „ქვეყნის მდგომარეობის შესახებ“, სადაც მომავალ პოლიტიკაზე საუბრობს.
საკუთარ მიმართვაში დონალდ ტრამპმა,ძირითადად წინასაარჩევნო დაპირებები გააჟღერა. ისაუბრა სამიგრაციო პოლიტიკაზე, ნატო-სთან ურთიერთობაზე, ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე, Obamacare-ზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა, და მთავარზე - ამერიკელების უსაფრთხოებაზე.
„ჩვენი მოკავშირეები დაინახავენ,რომ ამერიკა კვლავ არის მზად დანარჩენ ქვყნებს წინ გაუძღვეს. ამიერიდან, ამერიკის ისტორიაში ახალი ფურცელი იშლება“,-აღნიშნა პრეზიდენტმა.
ქვეყნის საგარეო მიმართულებაზე საუბრისას,ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ მზად არის მოკავშირეებთან იმუშაოს, მათ შორის ისლამურ სამყაროში, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურება მოხდეს.
ტრამპმა ახალი კავშირების შექმნის მზაობაც გამოთქვა.
„ამერიკა მზად არის ახალი მეგობრები შეიძინოს და ახალი პარტნიორული ურთიერთობები გააფორმოს, თუკი ეს ჩვენს საერთო ინტერესებს პასუხობს“,-განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება ნატოს, დონალდ ტრამპი აცხადებს,რომ ამერიკა მომავალში დაუჭერს მას მხარს. მისი თქმით, ამერიკელი ხალხი ერთიანია ბოროტებასა და სიძულვილთან ბრძოლაში.
„მომავალში დავუჭერთ მხარს ნატოს - კავშირს,რომელმაც ორი მსოფლიო ომის პირობებში დაიბადა და რომელმაც ფაშიზმი და კომუნიზმი დაამარცხა. ჩვენ მსოფლიო პოლტიკის აქტიური მონაწილეები უნდა ვიყოთ, და ნატოს ვუჭერთ მხარს. მაგრამ, ჩვენმა პარტნიორებმა ფინანსური ვალდებულებები უნდა შეასრულონ. და მინდა ვთქვა, რომ ფული წამოვიდა“,-აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.
რაც შეეხება მიგრანტებს, ტრამპმა, კავლავ ახსენა მექსიკის კედელი, თუმცა ამჯერად არ უთქვამს, რომ მის ასაშენებლად თანხა თავად მექსიკამ უნდა გადაიხადოს.
მისი თქმით, ამერიკამ იმიგრაციის სტრუქტურა უნდა შეცვალოს და ქვეყანაში არაკვალიფიციური მუშა ხელის შეშვება შეზღუდოს, ამასთან, მხოლოდ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები მოიზიდოს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


