მსოფლიო
ჩვენ მივაღწიეთ მთავარს - მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გადაცემაზე
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და ამჟამად უკრაინის ტელეარხ Zik-ის ერთ-ერთი გადაცემის წამყვანი მიხეილ სააკაშვილი, გუშინ გასულ პირველ გადაცემას გამოეხმაურა.
როგოორც სააკაშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე დაწერა, მისი გადაცემის შედეგად მეათე ადგილზე მყოფი არხი, გუშინ, მეორე პოზიციაზე გადავიდა.
„ჩემი გადაცემის შედეგად, მეათე ადგილზე მყოფი არხი, გუშინ, მეორე პოზიციაზე გადავიდა, რამდენიმე მილიონი უკრაინელი, 2 საათის განმავლობაში გვიყურებდა. ჩვენ გავუსწარით პოროშენკოს, პინჩუკის, კოლომოისკის და სხვა ოლიგარქების არხებს და თითქმის დავეწიეთ ახმეტოვის არხს. დღეს ტელეკომპანიამ "Zik" ხელახლა გაიმეორა გადაცემის ჩანაწერი. ჩვენ მივაღწიეთ მთავარს, გავარღვიეთ პოროშენკოს ინიცირებული საინფორმაციო ბლოკადა. ეს გადაცემა საშუალებას გვაძლევს, წინა პლანზე გადმოვწიოთ ახალი პოლიტიკოსები და სწორად და ფართოდ გავაშუქოთ ჩემი პირადი პოლიტიკური საქმიანობა“,-დაწერა სააკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


