მსოფლიო
ჩვენ ყველანი უკრაინაში ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იყოს – ამ შეხვედრაზე თურქეთში - ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინას სურს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაესწროს თურქეთში 15 მაისს რუსულ-უკრაინულ შეხვედრას. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხში დაწერა.
„მოვისმინე პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვებია.
მე დავუჭირე მხარი დონალდ ტრამპის იდეას – ცეცხლის სრულად და უპირობოდ შეწყვეტის შესახებ – იმდენად ხანგრძლივს, რომ საფუძველი მისცეს დიპლომატიას. ჩვენ ამას ნამდვილად გვინდა და მზად ვართ ჩვენი მხრიდან უზრუნველვყოთ სიჩუმე.
მე დავუჭირე მხარი პრეზიდენტ ტრამპის იდეას პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ. ღიად ვთქვი, რომ მზად ვარ შევხვდე მას. თურქეთში ვიქნები. იმედი მაქვს, რომ რუსები არ აირიდებენ ამ შეხვედრას.
და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი უკრაინაში ვისურვებდით, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჩვენთან ერთად იყოს – ამ შეხვედრაზე თურქეთში. ეს სწორი იდეაა. ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია. პრეზიდენტ ერდოღანს ნამდვილად შეუძლია უმაღლეს დონეზე შეხვედრის მასპინძლობა. მადლობა ყველა მათგანს, ვინც გვეხმარება,“ - წერს ზელენსკი.
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


