კომენტარი
ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტების აღრევასთან - მამუკა ბახტაძე
საზოგადოება ძალიან კარგად აფასებს ყველაფერს, თუ სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის,- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომ მირზა სუბელიანი თავის დაკავებას სახელმწიფოსთან და შს მინისტრთან შეთანხმებულ ფაქტს უწოდებს.
„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ პროკურატურამ გააკეთა განცხადება და ამ საკითხზე გამოძიება დაიწყო რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ჩვენ ვიხილეთ. ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან მნიშვნელოვან ფაქტების აღრევასთან. ძალიან კონკრეტული მაგალითი მინდა გითხრათ. დღეს კახი კახიშვილმა ამ საკითხზე განცხადებაც გააკეთა, რომ მას ფიზიკურადაც არ ჰქონია ინტერაქცია ამ ადამიანთან. შესაბამისად, მისი საუბრისა და მის მიერ დასახელებული ფაქტების უმრავლესობაში არის ილუზია.
მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ მსგავსი ფაქტებით სამწუხაროდ, ცდილობენ, რომ შემოიტანონ დისონანსი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იმაში, რომ შექმნან გარკვეული მოლოდინი, არჩევნები ვერ ჩატარდება თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს ფონზე. პირდაპირ მინდა განვაცხადო, ნუ აქვთ ამის ილუზია“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, ადამიანების გარკვეულ ნაწილს რეალობის მოდელირება ჰობად ექცა.
„სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში იმ სტანდარტით, საითკენაც თითოეული ჩვენგანი მივისწრაფით, ევროპული ოჯახისკენ და კანონების დაცვით ჩავატარებთ ამ არჩევნებს.
რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი, არჩევნების დღეს ქართველი ერი გააკეთებს თავის არჩევანს. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევანი იქნება ისეთი, რომელიც ემსახურება ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნული დანიშნულების მიზნებს, როგორიცაა საქართველოს ევროპასა და ნატო-ში ინტეგრაცია, ეკონომიკის განვითარება და რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია პირადად მე, რომ წარსულს ჩავაბაროთ ის, რასაც ჩვენ ყველანი ვხედავთ. ეს არ არის ის, რაც სურს ქართულ საზოგადოებას. ეს არ შეეფერება იმ მიზნებს, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არ არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი ოპოზიციონერი აწარმოებს. ეს არის პიროვნული შეტევები, სრულიად დაუსაბუთებელი შეურაცხყოფა.
გვაქვს საკმაოდ სერიოზული აცდენა იმ ფასეულობებთან, რომელსაც ოპოზიციის ნაწილსაც ამოძრავებს. გვსურს საქართველოში ინსტიტუტების მშენებლობა და პოლიტიკის დეპერსონიფიკაცია. ინსტიტუტები უნდა განსაზღვრავდნენ სახელმწიფოებრიობის სიმძლავრეს და ისინი უნდა იყვნენ საქართველოში პასუხისმგებელნი დემოკრატიული პროცესების გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. ნუ ექნებათ ჩვენს ოპონენტებს ილუზია, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში დისონანსს შემოიტანენ. არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან და სამართლიან გარემოში, სადაც მხოლოდ ქართველი ერი დააფიქსირებს არჩევანს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


