უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

5 მარტი, 2026 09:20
font-size

ჩვენ გვაქვს იარაღის მარაგები ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც ამ სამყაროში ბევრმა არც კი იცის - კეროლაინ ლევიტი

თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი აცხადებს, რომ ამერიკას ირანთან ხანგრძლივი ომის საწარმოებლად „საკმარისზე მეტი“ იარაღი აქვს.

„ამერიკის შეერთებულ შტატებს საკმარისზე მეტი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ არა მხოლოდ წარმატებით განახორციელოს ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“, არამედ გაცილებით შორს წავიდეს. ჩვენ გვაქვს იარაღის მარაგები ისეთ ადგილებში, რომელთა შესახებაც ამ სამყაროში ბევრმა არც კი იცის“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ის იარაღის მარაგებთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა, ოთხშაბათს კი სოციალურ ქსელში დაწერა – „ჩვენ კარგი მარაგი გვაქვს, მაგრამ არ ვართ იქ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ“. თუმცა, კეროლაინ ლევიტის განცხადებით, დონალდ ტრამპი გულისხმობდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, გაეგზავნა აშშ-ის იარაღი უკრაინაში „უფასოდ“, რათა დახმარებოდა მათ რუსეთთან ომში და არ მიანიშნებდა მიწოდების შესახებ პრობლემებზე.

„პრეზიდენტი აღნიშნავდა, რომ სამწუხაროდ, ოთხი წლის განმავლობაში თეთრ სახლში ძალიან სულელი და არაკომპეტენტური ლიდერი გვყავდა, რომელმაც ჩვენი საუკეთესო იარაღის უმეტესობა უსასყიდლოდ გასცა,“ – აღნიშნა ლევიტმა.

ამასთან, მისივე თქმით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „ჰქონდა ფაქტებზე დაფუძნებული განცდა“, რომ ირანი აშშ-ის ობიექტებზე თავდასხმას აპირებდა.

„პრეზიდენტი არ აპირებდა ყოფილიყო უბრალოდ კიდევ ერთი პრეზიდენტი ძალიან გრძელ სიაში, რომელიც უმოქმედოდ იჯდებოდა და ამ პირდაპირ საფრთხეზე პასუხისმგებლობას შემდეგ ადმინისტრაციას გადააბარებდა. პრეზიდენტს კვლავ ფაქტებზე დაფუძნებული განცდა ჰქონდა, რომ ირანი რეგიონში შეერთებულ შტატების ობიექტებზე დარტყმას აპირებდა. მან ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ დაწყება ყველა ამ მიზეზის საფუძველზე გადაწყვიტა“,- აღნიშნა ლევიტმა.

მისივე განცხადებით, აშშ-ის დაზვერვა სწავლობს ცნობებს იმის შესახებ, რომ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი შვილი განიხილება.

„ეს არის ის, რასაც ჩვენი სადაზვერვო სამსახურები ყურადღებით აკვირდებიან და სიტუაციას სწავლობენ. სიმართლე ისაა, რომ მოგვიწევს დაველოდოთ და ვნახოთ, რა მოხდება,“ – განაცხადა ლევიტმა.

წყარო

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი