მსოფლიო
ჩვენ არ ველოდით სიძულვილისა და ძალადობის ასეთ ხარისხს - რა მოჰყვა ანტიგლობალისტთა დემონსტრაციას ჰამბურგში
200-ზე მეტი დაკავებული დემონსტრანტი ბოლო ორი დღის განმავლობაში - ასეთი შედეგით დასრულდა ანტიგლობალისტთა საპროტესტო დემონსტრაცია ჰამბურგში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტის წინააღმდეგ.
ჰამბურგის პოლიციის ინფორმაციით, 200-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა დემონსტრანტებთან შეტაკების შედეგად. განცხადებაში წერია, რომ აქციის მონაწილეები იყვნენ შეიარაღებულნი მოლოტოვის კოქტეილებითა და რკინის კოლოფებით.
„ჩვენ არ ველოდით სიძულვილისა და ძალადობის ასეთ ხარისხს“, - უთხრა ჰამბურგის პოლიციის პრესსპიკერმა ტიმო ცილმა ტაბლოიდ the Bild-ს.
ჰამბურგის პოლიციის ცნობით, აქციების მეორე დღეს დემონსტრანტები თავს ესხმოდნენ პოლიციას, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, აწყობდნენ ბარიკადებსა და ამსხრევდნენ მაღაზიებსა და სატრანსპორტო საშუალებებს.
ჰამბურგში ანტიგლობალისტური დემონსტრაციები ეფუძნება სლოგანს „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“. ძალადობრივი ხასიათი საპროტესტო აქციამ მიიღო ხუთშაბათს საღამოს, როცა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. პოლიციამ გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.
პარასკევ საღამოს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ანტიგლობალისტთა ქცევა და პოლიციასთან შეტაკებები „მიუღებელი“ უწოდა.
„ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი მშვიდობიანი დემონსტრაცია, მაგრამ ძალადობრივი დემონსტრაციები საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს, თავად ადამიანებს, პოლიციასა და სამართალდამცავ ძალებს, ადგილობრივებს. ამიტომ ეს მიუღებელია“, - თქვა მერკელმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


