კომენტარი
ჩვენ ახლა ვითხოვთ რეალურად იმას, რასაც ,,ქართული ოცნება“ ითხოვდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე - ნინო ბურჯანაძე
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნები მისთვის მისაღებია.
მისივე თქმით, ის იზიარებს ინიციატივას საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით.
ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ჯერ უნდა შეიცვალოს საარჩევნო გარემო და მხოლოდ ამის შემდეგ დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
„ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენ ახლა ვითხოვთ რეალურად იმას, რასაც ,,ქართული ოცნება“ ითხოვდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მოდიოდა იმ დაპირებით, რომ მოსვლისთანავე შეცვლიდა საარჩევნო გარემოს და სწორედ იმ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა რასაც ჩვენ ყველანი ვითხოვთ. რა თქმა უნდა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეს ქართულ ოცნებას დაავიწყდა. თუ ეს ცვლილებები არ მოხდა საქართველოში არჩევნები არასოდეს არ ჩატარდება და იქნება ყოველთვის ისეთი ფარსი, როგორიც იყო ამ საპრეზიდენტო არჩევნებზე. როცა ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იყიდის და გადაიხდის მეტს და ყოველთვის შეძლებს რომ თავისთვის სასურველი შედეგი დააყენოს. იმისთვის, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისი, რომელიც უდაოდ არის ქვეყანაში განიმუხტოს, საჭიროა რომ ჩატარდეს, ოღონდ აუცილებლად საარჩევნო გარემოს შეცვლის შემდეგ, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


