მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა სამხრეთ კორეასთან შეხვედრას დათანხმდა
ჩრდილოეთ კორეა დათანხმა სამხრეთკორეული მხარის შემოთავაზებას, მონაწილეობა მიიღოს მომავალი კვირისთვის დაგეგმილ მაღალი დონის შეხვედრაში.
შეხვედრა 9 იანვარს გაიმართება, სადაც ისაუბრებენ ჩრდილოკორეელი სპორტსმენების მონაწილეობაზე 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში, რომელიც სამხრეთ კორეულ ქალაქ ფხენჩხანში თებერვალში გაიმართება.
სავარაუდოდ, მხარეები ერთმანეთს დემილიტარიზებულ ზონაში მდებარე ე.წ. მშვიდობიან სოფელ პანმუნჯომში შეხვდებიან.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაესწრება მოლაპრაკებებს.
ორ კორეას შორის ბოლო მოლაპრაკებები 2015 წლის დეკემბერში გაიმართა.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯა-ინის განცხადებით, ზამთრის ოლიმპიადა არის „ინოვაციური შანსი“ სეულსა და ფხენიანს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის. ტექნიკურად ორივე ქვეყანა ომის რეჟიმში იმყოფება.
მანამდე, ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეამ აღადგინა სატელეფონო ხაზი სამხრეთ კორეასთან.
ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


