მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის ავიამზიდის ჩაძირვით იმუქრება
საერთაშორისო გამოცემა „როიტერსი“ ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთ გამოცემაში დაბეჭდილ კომენტარს ავრცელებს, სადაც ნათქვამია აშშ-ის ავიამზიდ „კარლ ვინსონის“ შესაძლო ჩაძირვაზე.
„ჩვენი რევოლუციური ძალები მზად არიან, ჩაძირონ აშშ-ის ბირთვული ავიამზიდი ერთი დარტყმით“, - წერია ჩრდილოკორეულ გაზეთ „როდონ სინმუნში“.
აღნიშნული ინფორმაცია გაზეთის მესამე გვერდზეა გამოტანილი, რომელიც მოჰყვება 2-გვერდიან ამბავს კიმ ჩენ ინის ღორების ფერმაში სტუმრობის შესახებ.
ავიამზიდ „კარლ ვინსონის“ ეკიპაჟის წევრებს უკვე უბრძანეს, მოშორებოდნენ კორეის ნახევარკუნძულს იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რომელიც ეხება ჩრდილოეთ კორეის მიერ ატომური ბომბის ტესტირებასა და მის მუქარებს, ამერიკასა და მის აზიურ მოკავშირეებზე თავდასხმის შესახებ.
გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ავსტრალიასაც დაემუქრა. კორეის მმართველის განცხადებით, ის ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ავსტრალიის წინააღმდეგ, თუკი ის გააგრძელებს ამერიკის პოლიტიკის მხარდაჭერას ჩრდილოეთ კორეის იზოლაციის მიმართულებით.
ანა მებურისვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


