უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

18 მაისი, 2018 11:45
font-size

ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეებს შორის მოლაპარაკებები, შესაძლოა, შეწყდეს

სამშობლოს მშვიდობიანი გაერთიანების ჩრდიკორეული კომიტეტის თავმჯდომარის, რი სონ გვონის განცხადებით, შესაძლოა, სამხრეთ კორეის „არაკომპეტენტური“ მთავრობის გამო სეულთან მოლაპარაკებები გაუქმდეს.

„სანამ სერიოზული სიტუაციაა, რომელმაც მიიყვანა სამხრეთ და ჩრდილოეთს შორის მაღალ დონეზე დიალოგის შეწყვეტამდე, აღარ იქნება ადვილი სამხრეთ კორეის რეჟიმთან პირისპირ ჯდომა“, - უთხრა რი სონ გვოინმა ჩრდილოეთ კორეის ახალი ამბების ცენტრალურ სააგენტოს.

მან დაამატა, რომ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეების ურთიერთობების მომავალი დამოკიდებული იქნება სეულის მოქმედებებზე.

რი სონ გვონმა სეული ფარისევლობაში დაადანაშაულა. ჩრდილოკორეელი დიპლომატის განმარტებით, იმის მაგივრად, რომ სამხრეთკორეულ მხარეს გაეაზრებინა, რატომ გააუქმა ფხენიანმა 16 მაისისთვის დაგეგმილი შეხვედრა და შესაბამისი ნაბიჯები გადაედგა, სეულმა უბრალოდ მწუხარება გამოთქვა.

ცნობისთვის, ფხენიანმა კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის შეხვედრა გააუქმა, რომელიც 16 მაისს უნდა შემდგარიყო. კითხვის ნიშნის ქვეშაა, შედგება თუ არა სინგაპურში 12 ივნისისთვის დაგეგმილი მოლაპარაკება კიმ ჩენ ინსა და მის ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შორის.

ჩრდილოეთ კორეის უკმაყოფილება გამოიწვია აშშ-ისა და სამხრეთ კორეის ერთობლივმა სამხედრო სწავლებამ სახელწოდებით „Max Thunder“, რომელიც 11 მაისს დაიწყო. ამის შემდეგ კიმ ჩენ ინმა ბოლო 2 წლის განმავლობაში პიურველად მოიწვია სამხედრო კომისია.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი