მსოფლიო
ჩინეთმა სირიაზე განხორციელებული სამხედრო იერიში დაგმო
ჩინეთმა კოალიციური ძალების მიერ სირიაზე განხორციელებული იერიში დაგმო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ნებისმიერი სამხედრო მოქმედება გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
„ჩვენ თანმიმდევრულად ვეწინააღმდეგებით ძალის გამოყენებას საერთაშორისო ურთოერთობებში და ვადვოკატირებთ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა საგარეო უწყების პრესმდივანმა ჰუა ჩუნიანგმა.
მან დაამატა, რომ პეკინი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუბრუნდეს საერთაშორისო სამართლის ფარგლებს და მოაგვარონ საკითხი მოლაპარაკებების გზით.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაზე იერიშის მიტანის ბრძანება გასცა. დღეს გამთენიისას კოალიციურმა ძალებმა, რომლებშიც შედიან აშშ, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, სირიაში სამიზნეებზე ავიადარტყმები განახორციელეს. მათი განმარტებით, ესაა პასუხი 7 აპრილს, ქალაქ დუმაზე განხორციელებულ იერიშზე, სადაც სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენეს. დასავლეთი მომხდარში სირიის მთავრობას ადანაშაულებს, თუმცა ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი რაიმე მონაწილეობას უარყოფს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


