კომენტარი
ჩემთვის ცნობილია რა გადახდა ნინო გვენეტაძეს სასამართლო სისტემაში - გვენეტაძის ყოფილი თანაშემწე
ჩემთვის კარგადაა ცნობილი, ნინო გვენეტაძეს რა გადახდა ამ სასამართლო სისტემაში და განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ყოფილმა თანაშემწემ კახა წიქარიშვილმა განაცხადა.
კახა წიქარიშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც მოსამართლეთა შერჩევისა და გამწესების კრიტერიუმებზე, მმართველი გუნდის მიერ შექმნილ კანონპროექტზე მსჯელობენ.
"ჩემთვის ცნობილია კარგად, ნინო გვენეტაძეს რა გადახდა ამ სასამართლო სისტემაში და რა განსაკუთრებით მისი პირველი ნაწილი... მაქვს გამოცდილება თუ რა დღეში ჩავარდა... მგონი, პარლამენტი შეთანხმდა თავის დროზე, რომ ნინო გვენეტაძე იყო წესიერი ადამიანი, რა ბედში შეიძლება ჩავარდეს წესიერი და პრინციპული ადამიანი, რომელიც შეაღწევს ამ სასამართლო სისტემაში. ეს ძალიან კარგი მაგალითია და ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი, ვინაიდან მე ვიყავი ნინო გვენეტაძის თანაშემწე," - განაცხადა წიქარიშვილმა.
წიქარიშვილი ამბობს, რომ სასამართლო სისტემაში არსებობს კლანი და იმ შემთხვევაში თუ ისინი არ გადადგებიან, უნდა შეიქმნას ისეთი კანონი, რომელიც მათ წასვლას აიძულებს.
„ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მოისხამს კეთილ ნაყოფს, რაც არ უნდა კანონები დაწეროთ, რაც არ უნდა ალტერნატიული ვერსიები არსებობდეს, ამ საბჭოსგან კეთილი ნაყოფი არ გამოვა. ერთადერთი გამოსავალი ჩვენ შემოგთავაზეთ გუშინდელ წერილობით განცხადებაში - პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია სასამართლოში არსებული მდგომარეობის თაობაზე და თუ კლანი არ გადადგება მიიღოს კანონმდებლობა, რომლითაც აიძულებს ამ კლანს სასამართლოდან წასვლას,“ - განაცხადა კახა წიქარიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


