უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 სექტემბერი, 2017 17:25
font-size

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ არღვევს საზღვარს მებრძოლები აღმოსავლეთით თუ პოლიტიკანები დასავლეთით -პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განცხადებით, მისთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არღვევს უკრაინის საზღვარს მებრძოლები აღმოსავლეთით თუ პოლიტიკანები დასავლეთით, ნენისმიერ მათგანს უნდა დაეკისროს მკაფიო სამართლებრივი და იურდიული პასუხისმგებლობა.

ამის შესახებ პოროშენკომ პრესკონფერენციაზე მიხიელ სააკაშვილის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ინციდენტი, რომელიც გუშინ უკრაინის საზღვარზე, „შეგინის“ გამშვებ პუნქტთან მოხდა, არანაირ პოლიტიკურ კომენტარს არ საჭიროებს, მაგრამ უნდა გავაკეთოთ კომენტარი სამართლებრივი კუთხით. 26 ივლისს გამოვეცი ბრძანება, რომლითაც სახელმწიფო საემიგრაციო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, მიხეილ სააკაშვილს შეუჩერდა უკრაინის მოქალაქეობა, ამ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი იყო გაყალბებული ინფორმაცია. პრეზიდენტს ასეთ დროს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ყველა ქვეყანაში, პირს აქვს უფლება გაასაჩივროს სასამართლოში ნებისმიერი ნორმატიული აქტი. მე როგორც პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. თვენახევარი გავიდა, მაგრამ სასამართლოსთვის არავის მიუმართავს, ამის ნაცვლად ჩადენილია დანაშაული," - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არღვევს საზღვარს - მებრძოლები აღმოსავლეთით თუ პოლიტიკანები დასავლეთით. უნდა დაეკისროს მკაფიო სამართლებრივი და იურდიული პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, ეს ბატონი ისეთივე შეუპოვრობით შეიჭრება საქართველოში, როგორითაც უკრაინაში მოხვედრას ცდილობდა," - განაცხადა პოროშენკომ.

მონიკა დავლიანიძე

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი