კომენტარი
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად დავინახო პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება - ეკა ბესელია
თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ეკა ბესელიამ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.
„თეა წულუკიანი არის ძალიან გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში. ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, პირადად დავინახო პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. არ ვიცი დეტალები, ამიტომ, ვერ გავაკეთებ რამე კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
თეა წულუკიანმა გუშინ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დატოვება არ გამორიცხა. მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ გაჩნდა თემა, რომელიც იუსტიციის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში უნდა გადაწყდეს. წულუკიანის თქმით, საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მას აქვს მყარი პოზიცია. „თუ ვნახე, რომ ეს პოზიცია არ იქნება გაზიარებული, ფასეულობათა შორის წინააღმდეგობა იქნება, მე, რა თქმა უნდა, არ ვიფიქრებ არც ერთ წუთს და გვერდზე გავიწევი“, – განაცხადა წულუკიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


