მსოფლიო
ჩემთან თუ ჩემ გარეშე ამ ხელისუფლების დასასრული დადგა - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა დააანონსა, რომ უკრაინაში მალე დაბრუნდება შესვლის 3-წლიანი აკრძალვის მიუხედავად.
ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„მოდით, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: მე ქვეყნიდან გამაძევა შიშისგან გაგიჟებულმა „ბარიგამ“, რომ მასსა და მის დაჯგუფებას ვარცლს მოაშორებენ, და ის [პეტრო პოროშენკო] რატომღაც ფიქრობს, რომ კიდევ 3 წელს შემორჩება.
ისინი ფიქრობენ, რომ სააკაშვილი სახალხო პროტესტის მამოძრავებელი ძალაა და ასე ისინი ააცილებენ სახალხო უკმაყოფილებას, მორიგი სულელური შეცდომაა. ხალხი გაღიზიანებულია რეფორმების არარსებობით, ცვლილებების არარსებობით, ტოტალური სიცრუითა და ხელისუფლების ქურდობით. სააკაშვილი კიდევ ამ მილიონობით უკმაყოფილოთაგან ერთ-ერთია.
ჩემთან თუ ჩემ გარეშე ამ ხელისუფლების დასასრული დადგა, მე კი სახლში, უკრაინაში სულ მალე დავბრუნდები, ბევრად, ბევრად ადრე, ვიდრე სამ წელიწადში. შესაძლოა, პეტრო ალექსეევიჩს ამანათს გადავცემ ციხეში ძველი სტუდენტური წლების მოსაგონებლად, ბოღმიანი არ ვარ“, - დაწერა სააკაშვილმა.
ცნობისთვის, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში ჩასვლა 3 წლით, 2021 წლის 13 თებერვლამდე აუკრძალა.
12 თებერვალს სპეცრაზმის თანამშრომლებმა მიხეილ სააკაშვილი კიევის რესტორან „სულგუნში“ დააკავეს. შემდგომ ის თვითმფრინავით პოლონეთში გააძევეს. ამჟამად სააკასვილი ჰოლანდიაში ცხოვრობს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


