მსოფლიო
ჩემს ბინაში მაცივარში „როშენის“ მოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში ასაფეთქებელი ინახება - მიხეილ სააკაშვილი
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა სასამართლოსგან მიხეილ სააკაშვილის ბინის ჩხრეკის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად მიხეილ სააკაშვილის ავრცელებს.
ოდესის ილქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს მიმართავს.
„ბოდიში მეგობრებო, ვერ დაგელოდეთ, კონოტოპში გავემგზავრე ჩემს აგენტურულ საქმეებზე, რომ რუსეთის საზღვარზე ინსტრუქციები მივიღო. გიადვილებთ ამოცანას - როდესაც შემოხვალთ ჩემთან, კარები იმავე გასაღებით შეგიძლით გააღოთ, რომელიც ჩემს მძღოლს „მძარცველებმა“ წაართვეს, რომლებმაც ის სადარბაზოში სცემეს და რომლის მეშვეობით თქვენ ათი დღის წინ კამერები დააყენეთ ჩემს ბინაში.
კარადაში შეგიძლიათ ნახონ პოროშენკოს კორუფციულ სქემებზე გაზეთები, მაცივარში „როშენის“ მოწამლული შოკოლადი, ხოლო სეიფში კი ინახება ასაფეთქებელი, რომელიც მხოლოდ ბარიგებისთვის ფეთქდება. მაგრამ ფულს, რომელიც მონღოლური დაზვერვისგან მივიღე ნუ ეძებთ, იმიტომ რომ ის გუშინ რესტორან „გივიში“ დავხარჯე, სადაც ჟურნალისტებთან ერთად ვიქეიფე.
რაც მთავარია, გასვლისას არ დაგავიწყდეთ შუქის ჩაქრობა, თორემ მას შემდეგ, რაც პეტრო პოროშენკო DTEK-ის თანამფლობელი გახდა, ელექტროენერგიაზე ტარიფები უფრო გაიზარდა, ვიდრე ეს ახმეტოვის დროს იყო“,-დაწერა სააკაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


