კომენტარი
ჩემმა ძმამ სპირტის მარტო მოხმარება იცის - ბიძინა ივანიშვილი
“აბა ნახეთ სიცრუეები, ბოლო სიცრუე რაც იყო და ჩემ ირგვლივ ტრიალებს, რა თქმა უნდა. 700 გვერდზე მეტია უკვე პიარსამსახურში ჩემზე გაჟღერებული სიცრუეები, არც ერთი არ არის მართალი. ვერც ერთი ჩემი დარღვევა, რომელიც მე არ მქონია და ცხოვრებაში ნაბიჯ-ნაბიჯ, თანმიმდევრულად ვცხოვრობდი, – ვერ ჩაითვლება დარღვევად”, – ამის შესახებ “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.
„ბოლო რაც გამოიტანეს, სპირტის ბიზნესზე – „ორი ძმა ივანიშვილის და რაღაც“ – ერთი ძმა 40 წელია ამ ბიზნესშია, პოლიტიკაში საერთოდ რომ არ ვიყავი, და მე ვფიქრობ, რომ კეთილსინდისიერად მუშაობს. მეორე ძმა, უფროსი, რომელმაც სპირტის მარტო მოხმარება იცის, ღვინო უყვარს ძალიან, ზოგჯერ დღეში სამჯერ იღებს, მაგრამ ბიზნესი მისი არავის არ გაუგია – 68 მილიონი მიაწერეს, ანგარიშზე აქვსო და საბუთად გამოიყენეს ის, რომ რომელიღაც კომპანიას თურმე „ქართუ ბანკში“ კრედიტი აქვს აღებული.
მართლა აქვს კრედიტი აღებული და წლების განმავლობაში, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს როდესაც ვაზის აჩეხვა დაიწყო კახეთმა, მე მაშინ სოფლის მეურნეობას ცალკე ვაკეთებდი, ნერგები გამომყავდა, ვუგზავნიდი კახელებს უფასოდ, რომ ვაზის გაშენება არ შეჩერებულიყო, როდესაც მხოლოდ სპირტზე გადავიდნენ – აი იქ მე ვაფინანსებდი, მარტო ჩემი ბანკი აფინანსებდა, სხვა ბანკებს საშუალება არ ჰქონდათ – ასე მიხსნიდნენ მაშინ, თუ ფული არ ჰქონდათ, მე ვაძლევდი შეღავათიან კრედიტებს. აი ეს გაიხსენეს და გამოიყენეს, რომ თურმე „ქართუ ბანკი“ ამათ აფინანსებდათ და ჩემი ძმა, რომელსაც ძალიან უყვარს ღვინო და მე ძალიან მიყვარს ჩემი ძმა – გამოიყენეს რომ 68 მილიონი ანგარიშზე აქვსო, როდესაც საერთოდ ბიზნესი არ გაუკეთებია კაცს. აღარაფერს აღარ უყურებენ”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


