კომენტარი
ჩემი თხოვნა იყო, რომ ოპტიმიზაცია არ დაწყებულიყო კადრების შემცირებით - დიმიტრი ხუნდაძე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სახლმწიფო ხარჯების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით პირადი მოსაზრება ჰქონდა, და მიიჩნევს, რომ ოპტიმიზაცია არ უნდა დაწყებულიყო კადრების შემცირებით.
როგორც ხუნდაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საბიუჯეტო ხარჯები მიზნობრივად უნდა იყოს განკარგული და მეტად ეფექტური იყოს ოპტიმიზაცია.
„ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით მე ჩემი დამოკიდებულება მქონდა და მაქვს, რომელიც ხმამაღლა განვაცხადე. ჩემი თხოვნა იყო, რომ ოპტიმიზაცია არ დაწყებულიყო კადრების შემცირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, კადრების შემცირებაც ალბათ ერთ-ერთი ბოლო ეტაპი უნდა ყოფილიყო, რამეთუ ვიცით, რომ საჯარო სამსახურები გადატვირთულია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა გავითავლისიწინოთ არსებული ვითარება, შეიძლება ვთქვათ თანხების მობილიზება. სწორად უნდა იქნას საბიუჯეტო თანხები განკარგული და მეტად ეფექტური იყოს ოპტიმიზაცია. საბიუჯეტო ხარჯები მიზნობრივად უნდა იყოს განკარგული და ვფიქრობ, ამის რესურსი არსებობს. ეს აუცილებელია, იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაჯანსაღება უფრო სწრაფად განხორციელდეს და საბოლოოდ თითოეულ მოქალაქეზე აისახოს ეს პროცესი. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ საკადრო ცვლილებებით და შემცირებებით არ უნდა დავიწყოთ და ეს უნდა იყოს ყველაზე ბოლო ეტაპი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


