კომენტარი
ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელფასი შეადგენს 0 ლარს - ლევან კობიაშვილის პასუხი შალვა ნათელაშვილს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, მას შემდეგ რაც იგი გლდანის მაჟორიტარ დეპუტატადადაც იქნა არჩეული, ფედერაციაში კანონდებლობის თანახმად, ხელფასს აღარ იღებს.
ამის შესახებ კობიაშვილმა, „ლეობორისტების“ ლიდერის მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
ლევან კობიაშვილი მოუწოდებს შალვა ნათელაშვილს თავი შეიკავოს ტყუილებისგან და ამ ტყუილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან.
“მსურს, გამოვეხმაურო შალვა ნათელაშვილის აბსურდულ განცხადებას, რომ თითქოსდა ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 120 ათას ლარს. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ მას შემდეგ, რაც არჩეული ვარ გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად და ვარ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი, კანონის შესაბამისად, არ ვიღებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს, შესაბამისად, ჩემი, როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ხელფასი შეადგენს 0 ლარს.
რაც შეეხება არჩევნებამდე მიღებულ ხელფასს: მსურს, გითხრათ თქვენ და ამავდროულად, გული დავწყვიტო ბატონ შალვას, რომ ინფორმაცია, რომელსაც ის ავრცელებს და იყენებს თავისი საარჩევნო მიზნებისათვის, არის აბსოლუტური სიცრუე. თანხა, რომელსაც ის ასახელებს არის აბსურდული და რადიკალურად განსხვავებული ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისთვის განსაზღვრული თანადებობრივი სარგოსგან.
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი შალვას რიტორიკა სიახლეს არ წარმოადგენს და მას ამ მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, მოვუწოდებ თავი შეიკავოს ტყუილებისგან და ამ ტყუილების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებისგან“,-დაწერა კობიაშვილმა Facebook-ში პირად გვერდზე.
31 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, „ჩვენ კარგად ვხედავთ, რა მოაქვს მაჟორიტარიზმს ჩვენი სამშობლოსთვის. რას წარმოადგენენ უიდეო, გულამოღებული, სულამოცლილი მაჟორიტარები, საშოვარზე ამხედრებული მასა. სანამ ეს ინსტიტუტი არ აიკრძალება, მანამდე ვახტანგაძეობა, კიდევ არტისტობა, სპორტსმენობა, ბანკირ-ბიზნესმენობა, აფერისტობა, ძარცვა, გლეჯვა ქართულ პოლიტიკაში არ დასრულდება. ქართულ პოლიტიკაში უნდა დამთავრდეს კალაძეობა, კობიაშვილობა. სხვათაშორის, ბატონი კობიაშვილი, ამ აშიმშილებულ ქვეყანაში 120 ათას ლარს, ხელფასის სახით, მარტო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობიდან იღებს. ამდენი პელეს არ ჰქონია თავის დროზე. აი, ასეთი ბანდაა შეყრილი პარლამენტში“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


