კომენტარი
ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ - ზაზა სარალიძე
ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ პროკურატურა საქმის გამოძიებას აჭიანურებს.
„საგამოძიებო კომისია, შსს და პროკურატურა არ არის ერთი უწყება. პროკურატურა რატომ ელოდება საგამოძიებო კომისიას, რას ელოდებიან? პრესტიჟზე საუბრობენ?! ეს მინდა, შევახსენო თავად მდინარაძეს, როცა საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე მელაპარაკება - ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ“, - აღნიშნა სარალიძემ.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული დასკვნა გუშინ დაამტკიცა.
67-გვერდიან დასკვნას კომისიის ცხრა წევრმა - თავად „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებმა დაუჭირეს მხარი.
„ქართული ოცნების“ დასკვნის ვარიანტს კი, კომისიაში „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ოთხმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
საგამოძოებო კომისიის დასკვნა ჯერ პარლამენტის ბიუროს წარედგინება და შემდგომ მსჯელობისათვის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გავა.
ხორავას ქუჩაზე მე-11 კლასის მოსწავლეები ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე 1-ელ დეკემბერს მოკლეს.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


