კომენტარი
ჩემ მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული - დიმიტრი ქუმსიშვილი
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კომპანია ”ბადაგონის” საქმეზე მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.
დიმიტრი ქუმსიშვილი „ბადაგონის“ დირექტორის, გიორგი სალაყაიას ადვოკატის, ზაზა ხატიაშვილის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლა კონკრეტული პირების ინტერესებში შედის, რომელთაც ხელს მთავრობა უწყობს.
ჟურანლისტებთან თემის კომენტირებისას, ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ აბსურდულია ამ საქმეზე მთავრობის მიმართ ბრალდებები.
,,ჩემ მიმართ გამოთქმული ფრაზები არის აბსურდული და არასერიოზული. ბრალდებების შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ იმ პერიოდში, როდესაც ვიყავი ფინანსთა მინისტრი, სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში შევიდა განცხადება, რაც არის აბსოლუტურად არასერიოზული და მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც ეხება ზოგად ფრაზას მთავრობასთან მიმართებაში, ამაზეც ანალოგიური დამოკიდებულება მაქვს. ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ამ ქვეყანაში საკუთრების უფლებას დაუბრუნა ფასი და ჩვენ ვართ მთავრობა, რომელმაც ბიზნესს მისცა თავისუფლება. რაც ეხება დისკრედიტაციის მცდელობას და შანტაჟს, მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ საგამოძიებო უწყებებს სიმართლის დადგენისთვის ასეთი ქმედებები ხელს ვერ შეუშლის,“ - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


