კომენტარი
ჩანაწერი არსებობს, მაგრამ მისი გამოაშკარავება იქნებოდა უაღრესად აღმაშფოთებელი - ლია მუხაშავრია
ადვოკატი ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა არსებობს, თუმცა მისი გამოაშკარავება იქნებოდა უკედურესად აღმაშფოთებელი.
ამის შესახებ მუხაშავრიამ „რეზონანსთან“ საუბარში განაცხადა.
მისი თქმით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნას არ უნდა დაელოდოს და საზოგადოებას მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც ამჟამად არსებობს.
„დღემდ ეარ გვაქვს არც ვიდეო ჩანაწერი და არც რაიმე სხვა ინფორმაცია, რომელიც დაგვარწმუნებს , რომ პოლცია მოქმედებდა კეთილსინდისიერად. ვფიქრობ, პრობლემა სწორედ ესაა. არ უნდა ველოდებოდეთ გამოძიებას, ექსპერტიზას. ინფორმაცია, რაც არსებობს, უნდა იყოს სრულად და ამომწურავად მოწოდებული.
როგორ შეიძლება არ არსებობდეს ჩანაწერი? პატრულის ვალდებულებაა, რომ ყველა ადამიანის დაკავების ფაქტი ჩაიწეროს, რომ მერე სადავო არ იყოს დაკავების კანონიერება და დაკავების პროცესში გამოყენებული მეთოდები და ხერხები.
ყველა პატრულის თანამშრომელი სამკერდე ვიდეო-კამერით არის აღჭურვილი და ამაში სახელმწიფოს ბიუჯეტიდან არის თანხა გადახდილი.
ვფიქრობ, ჩანაწერი არსებობს, უბრალოდ, მისი გამოაშკარავება იქნებოდა უაღრესად აღმაშფოთებელი და ამის გამო გაკეთდა ასეთი განცხადება.
მესმის, რომ ყველა ვერ იქნება ანგელოზი, ძალიან ბევრი კარგი პოლიციელი გვყავს, მაგრამ ერთეული გადაცდომებიც თუ არ იქნება შესწავლილი და დამნაშავე დასჯილი, ასეთი ფაქტები მოიმატებს და საზოგადოების უნდობლობა გაიზრდება. ჩვენ გვინდა,რომ ყველა მოქალაქე იყოს დაცული და მსგავსი უბედურებები არ განმეორდეს.“- განაცხადა მუხაშავრიამ ,,რეზონანსთან“ საუბრისას.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


