კომენტარი
ჩანაწერებზე უფრო მეტად მეტყველი თვითმხილველების ჩვენებები იქნება - გია ვოლსკი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, არ აქვს მნიშვნელობა იწერდა თუ არა პატრულ-ინპექტორის სამხრე კამერა ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ინციდენტს, რადგან ვიცე-სპიკერის თქმით, ბევრად მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები.
ამასთან, პოლიტკოსის შეფასებით, ოპოზიციის მოთხოვნა, რომ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მღებრიშვილი პარლამენტში უნდა გამოცხადდეს, „პოლიტიკური ცირკის მოწყობის მცდელობაა“.
„მორიგი მცდელობაა პოლიტიკური ცირკის მოწყობის. არამგონია, რომ საჭიროა და დროულია მინისტრის დაბარება.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ასეთი ჩანაწერები იარსებებდა. მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი თვითმხილველია და ჩანაწერებზე უფრო მეტად მეტყველი იქნება თვითმხილველების ჩვენებები“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მთავარმა პროკურატურამ 25 ოქტომბერს ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ადმინისტრაციული წესით დაკავების დროს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა, განცხადება გაავრცელა.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „ერთ-ერთი პატრულ-ინსპექტორის სამხრე კამერას დაფიქსირებული არ აქვს მომხდარი ინციდენტი და დაკავების პროცესი. ჩანაწერში ასახულია მხოლოდ გარდაცვლილი პირის ადმინისტრაციულად დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხვისას პატრულ-ინსპექტორმა განმარტა, რომ ის, სამხრე კამერით უწყვეტად იწერდა კონფლიქტის მონაწილე პირებთან, გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, რის შემდგომაც სამხრე კამერა გამორთო და ჩართო მხოლოდ პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და მისი შეუძლოდ გახდომის შემდგომ. მეორე პატრულ-ინსპექტორის განმარტებით, მისი სამსახურებრივი სამხრე კამერა შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს განმუხტული იყო და ინახებოდა დამუხტვის მიზნით ავტომანქანაში, ხსენებულ კამერაზე არ არის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


