კომენტარი
ჩამონათვალში მოხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ კონსულტაციებს გავაგრძელებ ჩემს პრეზიდენტობაზე - დავით სერგეენკო
მე რომ ჩამონათვალში მოვხვდი, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ამ შეხვედრიდან გავალ და კონსულტაციებს გავაგრძელებ ჩემს პრეზიდენტობაზე, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადების კომენტირებისას.
„განიხილება ერთ შემთხვევაში ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საერთოდ არ წარადგინოს პარტიული საპრეზიდენტო კანდიდატი, რაც, ჩემი აზრითაც, უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატია იქნება. მე ერთ-ერთ ჩამონათვალში მოვხვდი და ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ამ შეხვედრიდან გავალ და კონსულტაციებს გავაგრძელებ ჩემს პრეზიდენტობაზე. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის“, - განაცხადა სერგეენკომ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ ბევრი ღირსეული კანდიდატია, თუმცა მისი პოზიციაა, რომ გუნდიდან არ დაასახელონ საპრეზიდენტო კანდიდატი.
„მართლაც რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი. იქ ზურაბ აბაშიძე, სოზარ სუბარი, სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც მართლა შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს. ჩემი პოზიციაა, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


