კომენტარი
ჩაერთვება თუ არა პრეზიდენტი კონსტიტუციის საერთო საყოველთაო-სახალხო განხილვებში, ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების დადგენის შემდეგ გაირკვევა
ჩაერთვება თუ არა საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის საერთო საყოველთაო-სახალხო განხილვებში მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფთან პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებს დაადგენს.
ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა მიაწოდა.
მისი თქმით, შესაბამისი პროცედურების დადგენა ამ წუთებში მიმდინარეობს.
,,დღეს საკონსტიტუციო კომისიის წევრების მხრიდან მივიღეთ თანხმობა საქართველოს პრეზიდენტის გუშინდელ შეთავაზებაზე, რომ პრეზიდენტი ჩართულიყო კონსტიტუციის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესში. ჩვენ ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას საზოგადოებასთან ერთად. სწორედ ამიტომ მე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დამავალა საკონსტიტუციო კომისიის საორგანიზაციო ჯგუფის გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან შეხვედრა, პრეზიდენტის ჩართულობის შინაარსობრივ, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე სასაუბროდ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვაში ჩართვა შესთავაზა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


