კომენტარი
C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით გვექნება მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე - დავით სერგეენკო
წინასწარი კონსულტაციებით, პროექტის მიმდინარეობის შეფასება არის ძალიან კარგი და უფრო მეტიც, ჩვენ გვექნება მოკლე პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ C ჰეპატიტის პროგრამის შეფასებისას.
მისი თქმით, მეოთხე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, შეფასდება პროექტის ეფექტურობა, მიღწევები, გამოწვევები და საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება ტაქტიკური ცვლილებები.
„ეს არის C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროეტის მეოთხე სამუშაო შეხვედრა. მოგეხსენებათ, პროექტის დაწყებიდან პერიოდულად იმართება ასეთი შეხვედრები და ამ სამუშაო შეხვედრის ამოცანაა, ჩვენი უცხოელი ექსპერტების მიერ მოხდეს შეფასება პროექტის ეფექტურობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ. ასევე, დაიგეგმოს, ახალი ტაქტიკური ცვლილებები, თუკი ასეთი საჭირო იქნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მხარდაჭერით C ჰეპატიტის ელიმინაციის მეოთხე ეროვნული სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოში უკვე ორი წელია მიმდინარეობს ჯანდაცვის სისტემისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამა - C ჰეპატიტის ელიმინაცია. ამ საკითხთან მიმართებაში აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


