მსოფლიო
ბუნდესვერმა, შესაძლოა, თურქეთიდან სამხედროები გაიყვანოს
გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ვოლფგანგ ხელმიხი მიიჩნევს,რომ თურქეთში განლაგებული ბუნდესვერის დანაყოფები უნდა იქნას გაყვანილი,- იტყობინება ТАСС.
აღნიშნული მოსაზრება უკავშირდება, თურქეთის ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, გერმანელი პარლამენტარები ინჯირლიკის ავიაბაზაზე არ დაუშვეს.
“არავის მივცემთ ჩვენი დაშანტაჟების საშუალებას. ამიტომ, სამხედროების გაყვანის საკითხზე მსჯელობის დაწყება სწორი ნაბიჯი იქნება“,-განაცხადა პოლიტიკოსმა.
ბერლინში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარტინ შეფერმა, განაცხადა, რომ თუ ანკარა საკუთარ გადაწყვეტილებას არ შეცვლის, გერმანიიის მინისტრთა კაბინეტი ბუნდესვერის სამხედროების რეგიონის სხვა ქვეყნებში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს.
15 მაისს, თურქეთის ხელისუფლებამ ბუნდესტაგის დეპუტატებს ინჯირლიკის ავიაბაზის მონახულებაზე უარი განუცხადა.
გერმანულ მხარეს განუცხადეს, რომ თურქეთის სამხრეთით მდებარე ავიაბაზის მონახულება „ამჟამინდელ ვითარებაში უადგილოა“.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


