მსოფლიო
ბულგარეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპულმა პარტიამ გაიმარჯვა
ბულგარეთში ვადამდელ საპრლამენტო არჩევნებში, გამარჯვება „მოქალაქეები ბულგარეთის ევროპული განვითარებისთვის“ პარტიამ მოიპოვა. პარტიის ლიდერი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვია.
ბულგარეთის ცესკო-ს ინფორმაციით, პარტიამ ხმათა 32% მიიღო.
„ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას“, რომელიც პრორუსულ პოზიციას იკავებს, 27% ერგო. Deutsche Welle-ს ინფორმაციით, სოციალისტებმა დამარცხება უკვე აღიარეს.
გამარჯვებული პარტიის ლიდერი ბოიკო ბორისოვი ამომრჩეველს პირდებოდა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ევროზონაში გაერთიანებისა და ევროკავშირთან კონტაქტების გამყარების პროცესს დააჩქარებდა.
სოციალისტების ლიდერი კორნელია ნინოვა, პირობას დებდა, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ბლოკირებას მოახდენდა, ასევე ქვეყანაში კორუფციასა და მაფიასთან ბრძოლას გააძლიერებდა.
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ახალი პრეზიდენტის რუმენ რადევის არჩევის შემდეგ გახდა აუცილებელი.
2016 წლის ნოემბრის არჩევნების შედეგად პრეზიდენტმა რუმენ რადევმა თანამდებობა ოფიციალურად 2017 წლის 22 იანვარს დაიკავა, უკვე 27 იანვარს მან სახალხო კრება დაითხოვა და ვადამდელი არჩევნების გამართვის თარიღად 26 მარტი დაასახელა.
თავად, რუმენ რადევი, პრორუსული პოზიციის მქონე პრეზიდენტია.
საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ, რადევმა პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს იმედი გამოთქვა, რომ რუსეთთან დიალოგის აღდგენა იქნება შესაძლებელი.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


