მსოფლიო
ბულგარეთში ჟურნალისტი ვიქტორია მარინოვა მოკლული და გაუპატიურებული იპოვეს - მისი ბოლო გადაცემა ევროკავშირის ფონდებში სავარაუდო კორუფციას ეხებოდა
ბულგარეთში ადგილობრივი ტელევიზია TVN-ის გამომძიებელი ჟურნალისტი, 30 წლის ვიქტორია მარინოვა მოკლული იპოვეს. მისი ცხედარი ქალაქ რუსეს პარკში, მდინარე დუნაისთან აღმოაჩინეს.
მკვლელობის ფაქტზე ადგილობრივი პოლიცია გამოძიებას ატარებს. ჯერჯერობით არაა ცნობილი, უკავშირდება თუ არა მკვლელობა უშუალოდ ჟურნალისტის საქმიანობას.
რუსეს პროკურორის, გეორგი გეორგიევის განცხადებით, მარინოვას თავში ჰქონდა ჩარტყმული და ის გაგუდეს. გარდა ამისა, დაკარგულია ჟურნალისტის მობილური ტელეფონი, მანქანის გასაღები, სათვალე და ტანსაცმლის ნაწილი.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, მარინოვა გაუპატიურეს.
ვიქტორია მარინოვას მიჰყავდა გადაცემა „დეტექტორი“ ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარ ტელევიზიაზე. 30 სექტემბრის გადაცემაში მარინოვამ ინტერვიუ აიღო ორი რუმინელი ჟურნალისტისგან, რომლებიც იძიებდნენ ევროკავშირის ფონდებში რამდენიმე პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის სავარაუდო კორუფციულ საქმიანობას. ინტერვიუს გაშვებამდე ბულგარეთის ხელისუფლებამ რუმინელი ჟურნალისტები დააკავა.
საერთაშორისო ორგანიზაციები ბულგარეთის სამართალდამცავ ორგანოებისგან დანაშაულის სწრაფ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.
2017 წლის დასაწყისიდან ვიქტორია მარინოვა უკვე მე-4 ჟურნალისტია, რომელიც ევროკავშირში მოკლეს. გასული წლის აგვისტოში მოკლეს შვედი ჟურნალისტი კიმ ვაალი, ოქტომბერში მალტელი ჟურნალისტი დაფნა კარუანა გალიცია, ასევე ოქტომბერში სლოვაკი გამომძიებელი-ჟურნალისტი იან კუციაკა თავის მეუღლესთან ერთად მოკლული იპოვეს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


