მსოფლიო
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი როსენ ჟელიაზკოვი მასობრივი დემონსტრაციების ფონზე გადადგა. აღსანიშნავია, რომ დღეს ბულგარეთის პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით დაგეგმილი იყო კენჭისყრა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხზე, თუმცა კენჭისყრამდე ცოტა ხნით ადრე პრემიერმა გადადგომის შესახებ განაცხადა.
„ჩვენ გვესმის მოქალაქეების ხმები, რომლებიც პროტესტს მართავენ მთავრობის წინააღმდეგ. ჩვენ უნდა დავაკმაყოფილოთ მათი მოთხოვნები, რაც არის მთავრობის გადადგომა. ახალგაზრდები თუ ხანდაზმულები ითხოვდნენ გადადგომას და ეს სამოქალაქო ენერგია უნდა იქნას მხარდაჭერილი“, – თქვა ჟელიაზკოვმა.
პრემიერის ამ განცხადებას წინ უძღოდა წინა დღით ბულგარეთის დედაქალაქ სოფიასა და 25-მდე სხვა ქალაქში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები.
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბულგარეთში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გამო, რომელიც გადასახადების გაზრდას ითვალისწინებდა. თუმცა, მოგვიანებით მთავრობამ პროექტი უკან გაიწვია. ამის მიუხედავად ბულგარეთის ქალაქების ქუჩებში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები მაინც გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


