კომენტარი
ბუკიკიომ ასეთი ფრაზა თქვა: კონსტიტუციის ახალი პროექტი ლამაზ ნამცხვარს ჰგავს, რომელსაც არავინ ჭამს - ნიკა რურუა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ნიკა რურუას შეფასებით, კონსტიტუციას რომელსაც მხოლოდ ერთი პარტია ეთანხმება პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება.
ამის შესახებ რურუამ „ნიუპოსტს“ განუცხადა.
„დღეს არაფერი ახალი არ თქმულა. ბუკიკიომ ასეთი ფრაზა თქვა: ახალი პროექტი ლამაზ ნამცხვარს ჰგავს, რომელსაც არავინ ჭამს“. ცხადია ამ გამონათქვამში კონოტაცია არის უარყოფითი. ნამცხვარი, რომელსაც არავინ არ ჭამს არ ვარგა. კონსტიტუციას რომელსაც მხოლოდ ერთი პარტია ეთანხმება პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ ექნება. ვენეციის კომისია ხელისუფლებას არც თუ ირიბად მოუწოდებს, რომ აიღონ ის შეთავაზება, რომელსაც მას მთელი ოპოზიციური სპექტრი და პრეზიდენტი სთავაზობს. კერძოდ ის ოთხი მოთხოვნა, საიდანაც ორი მათია, რასაც პრეზიდენტის მდივანი კომისიის სხდომაზე ახმოვანებდა“,- აღნიშნა ნიკა რურუამ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


