მსოფლიო
ბრიტანეთში ტერაქტების საშიშროებამ იმატა - MI 5-ის ხელმძღვანელი
ბრიტანეთის კონტრდაზვერვის MI 5-ის ხელმძღვანელის ენდრიუ პარკერის განცხადებით, „ბრიტანეთის სპეცსამსახურებს ტერორიზმთან ბრძოლა უფრო აქტიურად უწევთ“.
როგორც პარკერმა ლონდონში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ტერორიზმის საშიშროების გამოვლინება რთულდება და მის უწყებას უფრო ხშირად უწევს ამ პრობლემასთან გამკლავება.
პარკერის თქმით, მი5 ამჟამად 500 ოპერაციას ამუშავებს, რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობაში ჩართულ დაახლოებით 3 ათას ადამიანს შეეხება.
მი5-ის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენენ ის პირები, რომლებიც არიან, ან იყვნენ უწყებისთვის ცნობილი და ერაყსა და სირიაში ბრძოლებში მონაწილეობის მისაღებად წავიდნენ. მისი თქმით, ასეთია 800 ადამიანი.
მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერთობლივ ბრძოლაში. პარკერმა ხაზგასმით აღნიშნა ჰოლანდიაში არსებული კონტრტერორისტული ცენტრის საქმიანობის მნიშვნელობა, სადაც სხვადასხვა ქვეყნების დაზვერვის ინფორმაცია გროვდება და მუშავდება.
პარკერის განცხადებით, აღნიშნული ცენტრის მუშაობის შედეგად ევროპაში 12 ადამიანის დაკავება მოხერხდა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


