მსოფლიო
ბრიტანელი პარლამენტარები რუსებთან დაკავშირებული 14 პირის სიკვდილის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ - სიაშია ბადრი პატარკაციშვილიც
ბრიტანელმა პარლამენტარებმა მოუწოდეს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ემბერ რადს, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამო ხელახლა გამოიძიოს 14 უეცარი და საეჭვო სიკვდილი, რომლებიც ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთში მოხდა.
მიმართვაში წერია, რომ ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ უნდა გამოიძიოს 14 შემთხვევა, რომელთა გარემოებები ბრიტანულმა პოლიციამ საეჭვოდ არ მიიჩნია თავის დროზე, თუმცა აშშ-ის სპეცსამსახურების ვარაუდით, პოტენციურად უკავშირდება რუსეთს.
დაღუპულთა უმრავლესობა ასე თუ ისე დაკავშირებული იყო ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან (ის თვითონაა სიაში შეყვანილი), ან უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ყოფილ თანამშრომელთან ალექსანდრე ლიტვინენკოსთან, რომელიც პოლონიუმით მოწამლეს 2006 წელს.
სიაში ქართველი ბიზნესმენი, ტვ იმედის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილიცაა შეყვანილი. 2008 წლის თებერვალში ის გულის შეტევით გარდაიცვალა თავის სახლში ლონდონის შემოგარენში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


