მსოფლიო
ბრექსიტის შემდგომი თანამშრომლობის მოდელი ევროკავშირმა შეიძლება გამოიყენოს უკრაინასთან და თურქეთთან - გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ზიგმარ გაბრიელის განცხადებით, ევროკავშირმა არაწევრ ქვეყნებთან „თანამშრომლობის ალტერნატიული ფორმები“ უნდა გამოიყენოს.
მისი აზრით, ახლო მომავალში უკრაინა და თურქეთი არ გახდებიან ევროკავშირის წევრები, შესაბამისად, ევროკავშირს მათთვის თანამშრომლობის ისეთი მოდელი შეუძლია შესთავაზოს, რომელიც ჩამოყალიბდება ბრიუსელსა და დიდ ბრიტანეთს შორის ბრექსიტის შემდეგ.
„თუკი გონივრულ შეთანხმებამდე მივალთ, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობებს ევროპასთან ბრექსიტის შემდეგ, ეს შეიძლება გახდეს მოდელი სხვა ქვეყნებისთვის: უკრაინისთვის და თურქეთისთვის“, -განმარტა გაბრიელმა.
ბრექსიტი არის დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესი. აღნიშნული გადაწყვეტილება ლონდონმა 2016 წლის რეფერენდუმის შემდეგ მიიღო. დიდი ბრიტანეთი ევროპული გაერთიანებიდან გასვლის შემდეგ დიდ დამოუკიდებლობას მოიპოვებს შიდა და საგარეო საკითხების მოგვარებაში. ხანგძლივი კავშირის გაწყვეტის გამო ევროკომისია ითხოვს ბრიტანეთისგან ფინანსური კომპენსაციის გადახდას. ბრექსიტის შემდგომი თანამშრომლობის მოდელი ითვალისწინებს მოქალაქეებისა და კაპიტალის გადაადგილების, ვაჭრობისა და სხვა სახის თავისუფლებებს.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


