მსოფლიო
ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს - მიხეილ სააკაშვილი
ჩემს ხელებზე დადებულ ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი2”-ის გადაცემაში ,,არჩევანი“ კიევიდან ჩართვისას.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ სამართალდამცველებსაც კი.
”მენდეთ, უკრაინის ხელისუფლების დრო წასულია. ბორკილებს ვუნახავ პოროშენკოს. სამართალდამცავები, რომლებიც ჩემს სახლში შემოვიდნენ, მათი ნაწილი ძალიან კარგად იყო განწყობილი ჩვენს მიმართ. ერთი-ორმა ჩუმად მითხრა, რომ ჩვენი აქტივისტები არიან, ”ეს-ბე-უშნიკები”, რომლებთან ერთადაც ავტომობილში ვიყავი, 7-დან 3 ნამდვილად ჩვენს მხარეს იყო და 2 გაურკვევლობაში. ყველა ძალიან ლანძღავდა პოროშენკოს.
დარწმუნებული ვარ, ხელბორკილებს ამათ წინააღმდეგ სიამოვნებით გამოიყენებენ ”ეს-ბე-უშნიკები“. ხელბორკილები მომხსნეს სამართალდამცავებმა და მაინც და მაინც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ ჩემი გათავისუფლების დროს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


