კომენტარი
ბოდიშს მოვიხდი და დამთავრდება ეს ყველაფერი - გიორგი ანდრიაძე
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ანდრიაძე არ დაასახელებს იმ პირის ვინაობას, რომელსაც, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა და რომელიც მისი თქმით, ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა.
ამის შესახებ ანდრიაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„მაინტერესებს მიენიჭა თუ არა ამ პირს სააქართველოს მოქალაქეობა. მაგრამ მის გვარს არ დავასახელებ, რადგან რომ არ იყოს ეს ადამიანი იმ პირთა სიაში ვისაც მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა ცალკე პრობლემა შეიქმნება. ეს ადამიანი იტყვის რას მერჩოდი, რას მასახელებდიო. და თუ არ დავასახელებ და აღმოჩნდება, რომ მისთვის არ არის მინიჭებული მოქალაქეობა- ბოდიშს მოვიხდი და დამთავრდება ეს ყველაფერი.
მე იურისტი ვარ და ვიცი, რომ რაც დაზუსტებით არ იცი და ხელში არ გაქვს ინფორმაცია არ უნდა ილაპარაკო. ვამბობ ძალიან მარტივ რამეს - ვის მიენიჭა მოქალაქეობა? საერთოდ არ უნდა ვიცოდეთ? ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს, ყველამ უნდა ვიცოდეთ ვის მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა“,-აღნიშნა გიორგი ანდრიაძემ.
გიორგი ანდრიაძემ საქართველოს პრეზიდენტს ღია წერილით მიმართა, რომელშიც საუბრობს, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა ისეთ პირს, რომელიც „საქართველოს ერთიანობის ღია და აშკარა მტერია, რომელიც დღემდე აცხადებს, რომ ლაზი და მეგრელი, იდენტობით ქართველი არ არის და ამით ხელს უწყობს ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ერის დაშლასა და ურთიერთდაპირისპირებას“.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


