მსოფლიო
BMW 7 მილიარდ ევრომდე ზრდის კვლევისა და განვითარების ხარჯებს ელექტრიფიცირებული ავტომობილების გამოსაშვებად
გერმანული კომპანია BMW-მ გუშინ თავისი ყოველწლიური მოხსენება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, ის კვლევისა და განვითარების ხარჯებს 7 მილიარდ ევრომდე (8.6 მილიარდ აშშ დოლარამდე) ზრდის, ხოლო ძირითად სამუშაოებს ელექტრული და ავტონომური ტექნოლოგიების შემუშავება-დანერგვის მიმართულებით შეასრულებს. ეს შედის დიდ გეგმვაში, რომლის მიზანია 2025 წლამდე 25 ელექტრიფიცირებული ავტომობილის გამოშვება.
მიუნჰენში დაფუძნებული კომპანია, რომელიც აერთიანებს ასევე „როლს-როისსა“ და „მინისაც“, წელს შემოსავლის სახით, 10 მილიარდი ევროს გეგმავს, რაც დაახლოებით შარშანდელი მოგების ტოლია. კომპანიაში შიშობენ, რომ მოგება შეიძლება შემციდეს გარეფაქტორების გამო, მაგალითად აშშ-სთან ვაჭრობაში წარმოქმნილმა სირთულეებმადა ბრექსიტმა.
BMW ამჟამად კვლევასა და განვითარებაზე, გაყიდვებიდან მიღებული თანხის 6.5-7 %-ს ხარჯავს. არადა, ჩვეულებრივ, ეს მაჩვენებელი 5-5.5 %-ის ფარგლებში იყო.
გასული წლის შეჯამებული მონაცემებით, ბავარიული კომპანიის საოპერაციო მოგება 5.3 %-ით არის გაზრდილი, რაც მაღალი მარჟის მქონე, უგზობის მოდელების გაყიდვების მოცულობის ზრდის შედეგია. ამასთან, ბაზრის კვლევა მოწმობს, რომ მდიდრულ, მაღალფასიან ავტომობილებზე მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება.
„საავტომობილო სეგმენტში ჩვენ გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებლებს ველით. ჩინეთში და შეერთებულ შტატებში მოთხოვნის ზრდის კვალობაზე, მიწოდება შემდგომშიც გაიზრდება“, - ამბობს BMW-ის ფინანსების შეფი ნიკოლას პეტერი და ხაზს უსვამს,
რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ, ავტომობილების იმპორტზე სავაჭრო ბარიერების შექმნას მისი კომპანიის ბიზნესის დაზარალება შეუძლია.
გარდა ამისა, BMW აცხადებს, რომ დიზელის ძრავებით აღჭურვილი ავტომობილების აკრძალვებს (რასაც ევროპის არაერთი დიდი ქალაქი აპირებს) ახალი ავტომობილების მეორადი ღირებულების შემცირება შეუძლია, რაც ასევე აზარალებს ბიზნესს.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


