კომენტარი
ბიზნესმენებთან მიდის კომუნიკაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდი შეავსონ - გიორგი ვაშაძე
ბიზნესმენებთან მიდის ახლა კომუნიკაცია და დავალებები, რომ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ფონდი შეავსონ, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ სახის შენარჩუნებას ცდილობს.
„თქვენ ნახავთ, რომ ცოტა ხანში მთელ საქართველოში ბიზნესს „შეუყვარდება“ სალომე ზურაბიშვილი. იტყვიან, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ პირველ რიგში, სწორედ ბიზნესსექტორი გრძნობს და ხედავს იმას, რომ ასეთი პრეზიდენტი ქვეყანას არ შეიძლება ჰყავდეს.
„ქართული ოცნება“ არის უკიდურესად რთულ მდგომარეობაში, მას გასული არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად გაუმესამედდა რეიტინგი, აქედან გამომდინარე, სახის შენარჩუნებას ცდილობენ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. როდესაც სალომე ზურაბიშვილი წააგებს, იტყვიან, რომ ეს მათი კანდიდატი არ იყო, თუმცა, ამ „ბლეფს“ საზოგადოება არ დაიჯერებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


