კომენტარი
ბიუჯეტში გათვალისწინებულია საცობების განტვირთვისთვის პარკინგების მოსაწყობად 10 ადგილი - გულიკო ზუმბაძე
თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის, გულიკო ზუმბაძის განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტი შემცირებულია 47 მილიონი ლარით, თუმცა ეს შემცირება ადმინისტრაციულ ხარჯის შედეგად ხდება.
როგორც ზუმბაძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ ეტაპზე არც სტიქიის დროს გამოყოფილი ტრანსფერია საჭირო.
„დედაქალაქის ბიუჯეტი შემცირებულია 47 მილიონი ლარით, თუმცა ეს ეხება ადმინისტრაციული რესურსის ხარჯის შემცირებას, ასევე სტიქიის დროს იყო გამოყოფილი ტრანსფერი და თავისთავად არც ეს აღარაა ამ ეტაპზე საჭირო.“,-აღნიშნა ზუმბაძემ.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის ძირითადი თანხები სატრანსპორტო საშუალებების ინფრასტუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდება.
„ასევე გათვალისწინებულია საცობების განტვირთვის მიზნით პარკინგების მოწყობა, ამისთვის მერიამ 10 ადგილი შეარჩია, თუმცა, პირადად მე მაქვს ინიციატივა. არიან კერძო მესაკუთრეები, ვისაც აქვთ მიწის ნაკვეთები და შესაძლებელია, რომ შეთანხმების საფუძველზე გაკეთდეს კერძო პარკინგები. ამ შეთხვევაში მერია მიწას გასცემს იჯარით, რაც ნაკლებად სახარბიელოა“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მისი თქმით, კომისიის წევრები ბიუჯეტის განხილვის დაწყებამდე სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ყურადღება, ბინათმშენებლობის შედეგად დაზარალებული ადამიანების და შშმ პირების პრობლემებზე გამაახვილეს.
„ჩვენს ქვეყანაში არის საბინაო პრობლემა. ის თავშესაფრები ვერ უზრუნველყოფს ამ ადამიანებისთვის პირობების შექმნას, ამიტომ ჩვენი ძირითადი შენიშვნა იქნება იმ პოზიციის ჩამოყალიბება თუ რა კრიტერიუმებით დავიცვათ ბინათმშენებლობის კუთხით დაზარალებული მოსახლეობა“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


