კომენტარი
„ბირჟა მაფიამ“ სამართალდამცველების მიმართ უპატივცემულობა გამოხატა - ალექსანდრე ჯეჯელავა
ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსნადრე ჯეჯელავა, მიიჩნევს, რომ მუსიკალური ჯგუფის „ბირჟა მაფიას“ წევრებმა სამართალდამცველების მიმართ უპატივცემულობა გამოხატეს.
როგორც ჯეჯელავამ მედიას განუცხადა, აღნიშნული არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.
„ასეთი უპატივცემულობა სამართალდამცველების მიმართ არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, მე პირადად ასე ვფიქრობ, თუმცა ამისთვის მათ პასუხს ვერ აგებინებდნენ. საუბარი იმაზე, რომ კანონი დავარღვიე, მაგრამ რაღაც სხვა მიზეზით მაგებინეს პასუხი, არასერიოზულია“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
„ბირჟა მაფიას“ წევრებს, გიორგი ქებურიასა და მიშა მგალობლიშვილის წინასწარი პატიმრობა შეუფარდათ. გამოძიება მათ ნარკოტიკული საშულების შეძენა/შენახვას ედავება.
თუმცა, დაკავებულების ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მგალობლიშვილის და ქებურიას დაკავება მათ მიერ გადაღებულ ვიდეო კლიპს უკავშირდება.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


