კომენტარი
ბიძინა ივანიშვილმა რეალობასთან შეხება დაკარგა - თორნიკე შარაშენიძე
საერთაშორისო ურთიერთობის სპეციალისტის, თორნიკე შარაშენიძის თქმით, ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა რეალობასთან შეხება დაკარგა. შარაშენიძემ ივანიშვილის ინტერვიუ ,,რუსთავი 2“-თან შეაფასა.
"ხანდახან მე მართლა მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ქვეყანა ყვავის და რუსთავი 2 ყველაფერს ხატავს შავ ფერებში. ეს, ალბათ, იმითაც არის გამოწვეული, რომ მას გარშემო არ დარჩა სიმართლის მთქმელი, არ დარჩა ვინც კრიტიკას გაუბედავს, ვინც განსხვავებულ აზრს შებედავს. ეს კაცი ცხოვრობს სხვა რეალობაში", — აღნიშნა შარაშენიძემ.
გუშინდელ სატელევიზიო ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა არაერთ საკითხზე ისაუბრა, მათ შორის, რუსთავი 2-ის მიმართ საკუთარ დამოკიდებულებაზე. ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ტელეკომპანია სიცრუის ტირაჟირებას ეწევა.
"დღეს რომ გამოვრთოთ რუსთავი 2, ქვეყანაში აღმავლობის მეტს ვერაფერს ნახავთ. 99 პროცენტი არის სიცრუე", — აღნიშნა ივანიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


