კომენტარი
ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები - პაატა ზაქარეიშვილი
ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები, კაცს, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს, გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“.
„მე მომწონს ის პროცესები, რაც საქართველოში მიმდინარეობს, როგორც იქნა, ქვეყანაში დაბრუნდა პოლიტიკა. ორი წელი იყო სრული სტაგნაცია, პოლიტიკას თავისი წესები აქვს და ბიძინა ივანიშვილის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მან უარყო პოლიტიკის წესები. კაცს, რომელსაც პოლიტიკა არ უყვარს, გაუჭირდება პოლიტიკაში ყოფნა, ეს სულ სხვა აზარტია“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება პოლიტიკაში მის შესაძლო დაბრუნებას, ზაქარეიშვილი არაფერს გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ამ ეტაპზე საკუთარ თავს ვერც ერთ პარტიაში ვერ ხედავს.
„მე პოლიტოლოგი ვარ, თუმცა ახლა მე ვერ ვხედავ ჩემს პარტიას. პარტიის გარეშე შეუძლებელია პოლიტიკაში ყოფნა, მაგრამ ახლა მე ვერ ვხედავ პარტიას, რომლითაც ჩემი თავის რეალიზებას მოვახდენდი. მე არასდროს ვამბობ „არასდროს“, თუმცა მეეჭვება 2020-მდე ისეთი რამ მოხდეს, რომ რომელიმე პარტიაში დავბრუნდე. მესამე ძალის გამოჩენა მეეჭვება, თუმცა ვვარაუდობ, რომ შესაძლოა, ალეკო ელისაშვილმა მხარდამჭერები შემოიკრიბოს, ასევე მგონია, რომ „ქართული ოცნებაც“ შეიცვლება და ახალ რეალობას შესთავაზებს ამომრჩეველს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


