კომენტარი
ბიძინა ივანიშვილის ჩართვა ამ პროცესში სასურველია, რადგან მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი - გედევან ფოფხაძე
ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ.
„მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩართვა ამ პროცესში სასურველია, რადგან მას აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი იმ ავტორიტეტით, რომელიც მას, როგორც პოლიტიკოსს და პიროვნებას გააჩნდა და გააჩნია ქვეყანაში. ეს არის ის პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც ეხმარება ადამიანებს ძალიან ბევრი კრიტიკული სიტუაციის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მე პირდაპირ გეტყვით, რაც შეიძლება დავთმო და წავიდე კონსენსუსზე ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გათვალისწინებით. ეს შეიძლება სხვა შემთხვევაში არ გავაკეთო. აქედან გამომდინარე, ეს ის პოლიტიკური კაპიტალია, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, ყველა დეპუტატს უნდა მიეცეს პოლიტიკურ პროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება.
„ჩემი აზრით, საერთო პოზიცია ფორმულირდება იმით, რომ ჩვენ უნდა მოგვეცეს პოლიტიკურპროცესში სრულფასოვანი მონაწილეობის საშუალება. გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ყველას მონაწილეობით. ეს არის სწორი ფორმა და მაშინ გადაწყვეტილება იქნება სწორი. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ, რა პროცედურებია საჭირო იმისთვის, რომ ყველა დეპუტატი მონაწილეობდეს გადაწყვეტილებების მიღებაში“, – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.
უმრავლესობის წევრის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომამდე უკმაყოფილების დავიწყება და შეხვედრაზე საერთო პოზიციაზე შეთანხმების მიზნით დასწრება შესაძლებელია.
„რაც შეეხება უკმაყოფილებას, რომელიც ჩვენი მხრიდან არსებობს, ამ შემთხვევაში ჩემი მხრიდან არ ვსაუბრობ, ძალიან ბევრმა დააფიქსირა ეს პოზიცია, რომ გადაწყვეტილების პროცესით არიან უკმაყოფილო. ამ უკმაყოფილების მომენტი შეგვიძლია შეხვედრამდე დავივიწყოთ, შევიდეთ სხდომაზე იმ აზრით, რომ რაღაც საერთო პოზიციებზე შევჯერდეთ. იმედი მაქვს, რომ იქიდან არ იქნება რაღაც პირობები, რომელიც აქცენტს გააკეთებს დისციპლინაზე დეპუტატების მხრიდან, რადგან მე მგონია, რომ ერთადერთი დისციპლინა, რომელსაც უნდა დაემორჩილოს დეპუტატი, არის ქვეყნისა და ხალხის ინტერესები. საუბარი იმაზე, ვინ არ გვაძლევს ჩვენი რესურსის რეალიზების საშუალებას, ნაჩქარევიც არის და ცოტა არასწორი აქტენტია იმიტომ, რომ თუ პროცედურები გაიწერება, ვერავინ შეზღუდავს პოლიტიკურ გუნდში ვინმეს შესაძლებლობას, პოზიცია დააფიქსიროს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


