მსოფლიო
ბიძინა ივანიშვილი ბლუმბერგის 500 მილიარდერის ინდექსში 318-ე ადგილს იკავებს
ქართველმა ბიზნესმენმა და საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ბლუმბერგის 500 მილიარდერის ინდექსში 318-ე ადგილი დაიკავა.
2018 წლის 10 იანვრის მონაცემებით ივანიშვილის ქონება შეფასებულია 5.85 მილიარდ აშშ დოლარად. 2017 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნესმენის ქონება 380 მილიონი დოლარითაა გაზრდილი.
გამოცემა იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ ყოფილ პოლიტიკოსს თავის რეზიდენციაში კერძო ზოოპარკი აქვს მოწყობილი.
500 მილიარდერის რეიტინგში პირველ ადგილს ამაზონის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი იკავებს. მისი ქონება 106 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. მეორე ადგილზეა მაიკროსოფტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბილ გეითსია 92.7 მილიარდი აშშ დოლარით. სამეულს Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტია.
ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსი ყოველდღიური რეიტინგია და მისი მონაცემების განახლება ნიუ-იორკში ყოველი სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ ხდება.
ანა მებურიშვილი
![]()
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


